Sunday, April 23, 2017

მეცხრე დღე

წარვადგინე ჩემი პროექტის გეგმა. მივიღე რეკომენდაციები და შენიშვნები კოლეგებისგან, რომელთა გათვალისწინებით ჩავასწორე ჩემი პროექტის გეგმა. საბოლოოდ გადავავლე თვალი მოსწავლეთა ნამუშევრებს და შეფასების ფორმებს. გავუკეთე რეკომენდაციები და მითითებები ჩემს კოლეგებს.
მინდა ავღნიშნო რომ ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო აღნიშნული ტრენინგი,ყველაფერი ორგანიზებულად და მიზანმიმართულად მიმდინარეობდა,გავიგე ბევრი ჩემთვის საჭირო ინფორმაცია,რასაც გამოვიყენებ სამომავლოდ.

Sunday, April 9, 2017

მერვე დღე

დღეს განვაახლე პროექტის გეგმა და განვიხილეთ განხორციელების სტრატეგიები. შევქმენი დოკუმენტები მენეჯმენტისთვის და გამოვაქვეყნე პორტფოლიო. კიდევ ერთხელ განვიხილეთ პროექტის შეფასების კრიტერიუმები. ყოველი დღე საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

Saturday, April 8, 2017

მეშვიდე დღე

ვიმუშავეთ საწავლო პროცედურებზე.გავეცანი დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიებს, ჩემი პროექტისათვის გავწერე დიფერენცირებული სწავლება. გავეცანი უკუკავშირის მიცემის ხერხებს.შევარჩიე ტექნიკური და პროგრამული საშუალებები.მომეწონა დიფერენცირებული სწავლების აღნიშნული სტრატეგიები და ვეცდები ისინი ეფექტურად გამოვიყენო ჩემს პრაქტიკაში.

Sunday, April 2, 2017

მეექვსე დღე

დავიწყე პროცედურების დაწერა,კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი კითხვებს, სტანდარტებს,შევისწავლე ვიდეო ფაილების გადმოწერა და ჩასმა, დავიწყე პროცედურების შესაბამისობაში მოყვანა, ძალიან მომეწონა აღნიშნული პროცედურები და ვეცდები მომავალში ნაყოპიერად გამოვიყენო ჩემს პრაქტიკაში.

Saturday, April 1, 2017

მეხუთე დღე

დღეს გავეცანი საავტორო უფლებებს,რომელთა დაცვით შევქმენი ჩემი პროექტის პრეზენტაცია. აღნიშნული პროცესები ძალიან საჭირო და გამოსადეგი იქნება ჩემს პრაქტიკაში.